სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა

27 სექტემბერი, 2017

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღულულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, დაანთეს სანთლები და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, დევნილებმა, საჯარო სკოლების , სხვადასხვა ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალთან საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია.

გააზიარე