სოფელ ზუმში მეუფე შიო მრევლს შეხვდა

7 May, 2017

დღეს სოფელ ზუმში, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა- მეუფე შიომ წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვას მრევლთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე შიო მრევლს შეხვდა და მათ შეკითხვებზე უპასუხა. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა და მღვდელმა მიქაელმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან და მრევლთან ერთად სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.

გააზიარე