სოფელ ხაბუმეში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

28 იანვარი, 2020

დღეს, სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში მცხოვრებ ნუგზარ გულუას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ვერ მოხერხდა საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის გადარჩენა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი დაახლოებით დილის 10 :00 საათისთვის გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია პროგრამულ დახმარებას გაუწევს.

გააზიარე