სოფელ მუხურში მაღალი კლასის 30 ნომრიანი სასტუმრო შენდება

9 აგვისტო, 2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რწმუნებულის პირველმა მოადგილე დავით ფარცვანიამ , მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ მუხურში მშენებარე სასტუმრო დაათვალიერეს. სოფელ მუხურის ცენტრში მაღალი კლასის ევროპული სტილის 30 ნომრიანი სასტუმრო შენდება. სასტუმრო კომპანია ,,Mukhuri Resort”-ის მიერ ფინანსდება . სამუშაოებს ,,თორი სტუდიო“ ასრულებს. ინვესტიციის რაოდენობა 4 000 000 ლარს აღემატება. ამ ეტაპზე სამუშაოებში დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი. პროექტის დასრულების შემდეგ კი აქ 50-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის ფარგლებში, სოფელ მუხურში, (ქოყოს უბანში ) იგეგმება ასევე მეორე, მაღალი კლასის ელიტარული სასტუმროს მშენებლობა.

გააზიარე