სოფელ ლესიჭინეში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიწვა

11 სექტემბერი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში კობა ფარცვანიას საცხოვრებელი სახლები ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ცეცხლი ერთსართულიან სახლს გაუჩნდა და ხანძარი გვერდით მდგარ ორსართულიან შენობზეც გადავიდა. ორივე საცხოვრებელი სახლი განადგურებულია. მოხერხდა ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის მხოლოდ მცირედი ნაწილის გადარჩენა. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები,რომელშიც ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების ორი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთი ეკიპაჟი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დათო გოგუას განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს „ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში დახმარებას გაუწევს.

გააზიარე