სოფელ ლესიჭინეში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

2 აგვისტო, 2018

სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე-სენაკის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. მშენებარე ხიდი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს. აღნიშნული ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრია. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ,,ჯორჯიან ბრიჯ ქონსთარქშენი“ ასრულებს. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ამჟამად, როგორც ქვეითი,ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის გამოიყენება ძველი ხიდი, რომლის დემონტაჟი ახალი ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოხდება.

გააზიარე