სოფელ ლესიჭინეში ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება

14 მარტი, 2017

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა , სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის კონსულტანტ ლუიზა ბუბაშვილს,საქართველოს სავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტ რუსუდან ღოლიჯაშვილს და გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ გურამ ყაფლანიშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი–საჯიჯაო–ლესიჭინეს საავტომობილო გზის 26–ე კმ–ზე მდ.ოჩხომურზე სახიდე გადასასვლელის ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა. შეგახსენებთ,რომ სოფელ ლესიჭინეში ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება. ტენდერი მშენებლობაზე აპრილის თვეში გამოცხადდება. საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება 6 965 092 ლარს შეადგენს. ანგარიშის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

გააზიარე