შეხვედრა საჯარო სკოლის დირექტორებთან

1 April, 2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საგანმანათლებლო

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ და განიხილეს სკოლებში შენობების ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

სასკოლო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მუნიციპალიტეტში გასულ წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩაუტარდა .

 

გააზიარე