შეხვედრა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან

2 მარტი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ,მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გულო ბაძაღუა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მენეჯერებისგან საბავშვო ბაღებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა. მენეჯერებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მიმართ მადლიერება გამოთქვეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებისთვის და ერთობლივად იმჯელეს იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე , რომლებიც ბაღებში ჯერ კიდევ დგას. დათო გოგუამ აღნიშნა,რომ მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ეტაპობრივად ყველა საბავშო ბაღში მოწესრიგდება მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და სათანადოდ მოეწყობა ინფრასტრუქტურა.

გააზიარე