შეხვედრა მერის მრჩველთა საბჭოს წევრებთან

26 მარტი, 2019

როექტის კოორდინატორმა მაკა ცერცვაძემ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მრჩველთა საბჭოს წევრებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. აღნიშნული პროექტის განხორციელება ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2018 წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყო. პროექტის მიზანს წარმოადგენს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის 9–ვე მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ და ასევე რეგიონის ( მუნიციპალიტეტის) მასშტაბით დაგეგმილი პროგრამების შესახებ. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მმართველობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე, შესრულებულ პროექტებზე, საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ პროგრამაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე. პროექტი დაფინანსებულია GIZ-ის მიერ ,,საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების თანამშრომლობის პლატპორმის“ ფარგლებში.

 

გააზიარე