,,SEU ART PROJECT“-მა დღეს ჩხოროწყუში კონცერტი გამართა

26 დეკემბერი, 2018

ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლში დღეს SEU ART PROJECT - ის კონცერტი გაიმართა. კონცერტს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ღონისძიება მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. 29 დკემბერს კულტურის სახლი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდისა და ალეკო შენგელიას მონაწილეობით გამართულ კონცერტს უმასპინძლებს,ხოლო, 31 დეკემბერს , 20:00 სთ-ზე ჩატარდება კონცერტი მალიბუ ტუღუშის, ანი ტაბაღუასა და მეგობრების მონაწილეობით, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.

გააზიარე