სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება

25 April, 2020

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სასურსათო პაკეტი გადასცეს. ამჯერად სასურსათო კალათა ,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ დახმარებით დარიგდა, რომელიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს გადაეცა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 1000, ხოლო ,რეგიონის მასშტაბით 12 ათასზე მეტი ოჯახისთვის სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი უკვე გაიცა. #StopCov #დარჩისახლში

გააზიარე