სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა

30 ნოემბერი, 2018

დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 -ის ჩხოროწყუს შესარჩევი ეტაპი სხვადასხვა საშეჯიბრო სახეობაში, როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა კატეგორიაში. მუნიციპალური თამაშების ჩემპიონები : მინი ფეხბურთში- სოფელ ხაბუმეს საჯარო სკოლის გუნდი, ფრენბურთში - სოფელ ახუთის # 1 საჯარო სკოლის გოგონათა და სოფელ ჭოღის ვაჟთა გუნდი, გეზრბენში - ქალაქ ჩხოროწყუს # 1 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდი, ბადმინტონში -სოფელ ლესიჭინეს #2 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდი.კალათბურთში - სოფელ მუხურის საჯარო სკოლის ვაჟთა და სოფელ ზუმის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი. მაგიდის ჩოგბურთში - სოფელ თაიას გოგონათა და ქალაქ ჩხოროწყუს # 1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი, მხიარულ სტარტებში -სოფელ ზუმის საჯარო სკოლის გუნდი პირველობისათვის რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ ბრძოლას. საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, კულტურის ,სპორტის სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, ოლიმპიადის ორგანიზებას ხელს უწყობენ საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის აღნიშული პროექტის მიზანია საზოგადოებისა და განსაკუთრებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

გააზიარე