საფინანსო-საბიუჯეტო კომისია

კომისიის წევრები

 

  • ჯონი ჯალაღონია- თავმჯდომარე
  • დ.დარსალია - წევრი

  • ბ.ქარჩავა- წევრი

  • რ.გულუა - წევრი

  • კ.ჯიქია- წევრი
  • მ.ფიჩხაია- წევრი


საფინანსო-საბიუჯეტო კომისია წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას:

 

  • სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისთვის ამზადებს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს;
  • აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს, განიხილავს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;
  • განიხილავს და ამზადებს დასკვნებს ბიუჯეტის პროექტთან და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებასთან, აგრეთვე დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან და დამატებებთან დაკავშირებით;
  • საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის გაგზავნილი შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;
  • განიხილავს და ამზადებს დასკვნას მუნიცაპილიტეტის გამგეობის საფინანსო ორგანოს მიერ მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;
  • ყოველთვიურად განიხილავს მუნიცაპილეტის გამგეობის საფინანსო ორგანოს მიერ მომზადებული მუნიციპალიტეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;
  • შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე, ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5%-ს;
  • განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე;
  • საკრებულოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირების კონტროლს;
  • იღებს გადაწყვეტილებას კომისიიდან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;

 

კომისიის უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულება

 

გააზიარე