საკრებულოს სხდომა

30 May, 2017

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 5 ივნისს 12:00 საათზე.

                                                                                                          დღის წესრიგი  

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
/მომხს: დ. დარსალია - ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციებისდამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
/მომხს: დ. დარსალია - ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრისთვის“ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1461-ე, 148-ე, 150-ე, 1501-ე, 151-ე, 1512-ე,152-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის, ადმინისტრაციული სახდელების დადებისა და ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
/მომხს: შ. ჩიქოვანი - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/
4. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
/მომხს: შ. ჩიქოვანი - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
5. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
/მომხს: შ. ჩიქოვანი - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/
6. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
/მომხს: შ. ჩიქოვანი - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/

გააზიარე