საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

19 დეკემბერი, 2017

  დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბე3სიკ ესებუა უძღვებოდა.სხდომაზე განიხილეს სემდეგი საკითხები : 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. /მომხს: ჯ. ჯალაღონია - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თანამომხს: ზ. ხორავა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი/ 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე. /მომხს: ზურაბ ჯიქია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე/ 3. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. /მომხს: გიორგი ახალაია- საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/ 4. საკრებულოს ფრაქცია „შენების მოძრაობა - ევროპული საქართველო“-ს რეგისტრაციაში გატარებაზე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის განხილვის თაობაზე. /მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მეოთხე საკითხის გადადებას საკრებულოს სხდომის წევრებმა კენჭი ერთხმად უყარეს.

ფოტო

გააზიარე