საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

26 დეკემბერი, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომაზე განხილულიქნა შემდეგი საკითხები :
1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
საკრებულოს რიგგგარეშე სხდომას საკრებულოს წევრების გარდა ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ზაზა ხორავა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ირგვლივ დაისვა შეკითხვები. რიგგარეშე სხდომაზე გატანილ საკითხებს საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

გააზიარე