საკრებულოს მორიგი სხდომა

22 ნოემბერი, 2017

დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განიხილებოდა შემდეგი საკითხები:
1. საკრებულოს ფრაქციების დაუძნების ცნობად მიღება.
2. საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
3.საკრებულოს მუდმივი კომისიების წევრების დამტკიცების თაობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დასამტკიცებლად გამოტანამდე საკრებულოს ოპოზიციური ფრთის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა დატოვეს. 
საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს " დაფუძნების შესახებ. ფრაქციის თავმჯდომარე ჯანო პერტაია.მორიგ საკითხს საკრებულოს წევრებმა საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარეებს პოზიციაზე დამტკიცებას კენჭი ერთხმად უყარეს . 
1. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ არჩეულიქნა კობა თოლორდავა.
2. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ჯონი ჯალაღონია.
3.სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ჯიქია.
4. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარედ დაზმირ დარსალია.
5. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ახალაია. 
სხდომაზე ასევე დამტკიცებულიქნა წარმოდგენილი საკრებულოს მუდმივი კომისიების შემადგენლობა.ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.

გააზიარე