საკრებულოს მორიგი სხდომა

2 ოქტომბერი, 2017

      დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით განიხილებოდა შემდეგი საკითხები : 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ . 2. სსიპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაკიანის თემის საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე . მომხსენებელი აღნიშნულ სასკითხებზე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე შოთა ჩიქოვანი . სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დასამტკიცებლად გამოტანილ საკითხს კეჭი ერთხმად უყარეს.

 

 

ფოტო

გააზიარე