საკრებულოს კომისიის სხდომა

1 April, 2021

26 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან სოსელია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს ერთი საკითხი: „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

სხდომის წევრებმა საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 

გააზიარე