საკრებულოს ბიუროს სხდომა

4 სექტემბერი, 2020

2020 წლის 31 აგვისტოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები : 1.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექნიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის’’-თვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისა თვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით მერაბ ჯომიდავასთვის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გოგი ახალაიასათვის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე

5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით შპს „ალმა“-სათვის ქირავნობის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

ბიუროს წევრებმა საკითხების საკრებულოს სხდომაზე გაყანას მხარი დაუჭირეს.

 

გააზიარე