საკრებულოს ბიუროს სხდომა

25 თებერვალი, 2020

24 თებერვალს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1.„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომზე განხილვის თაობაზე.

2.„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით შპს, „სავაჭრო ცენტრ ცხრაწყაროსთვის“ იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრისათვის“ თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

გააზიარე