საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა

24 ივნისი, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია უძღვებოდა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"ს თავმჯომარემ რამაზ გულუამ და ,,შენების მოძრაობა- ევროპული საქართველო"-ს თავმჯდომარემ კორნელ წურწუმიამ გააკეთეს განცხადება ქვეყანაში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე და პროტესტის ნიშნად დატოვეს საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომამ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა და განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე". ბიუროს სხდომას ბიუროს წევრების გარდა ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ,მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ზაზა ხორავამ, რომლებმაც გააკეთეს განმარტებები. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას.

გააზიარე