საბავშვო ბაღების მენეჯერებთან შეხვედრა გაიმართა

19 ივნისი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა , ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ბადრი ქებურია, ამავე დაწესებულების წარმომადგენლები და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გულნაზ ბაძაღუა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მენეჯერებისგან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს და ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აღინიშნა,რომ მიმდინარე წელს რეაბილიტირდება 15 საბავშვო ბაღი. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ლესიჭინეს, ნაფიჩხოვოსა და თაიას ბაღებში მიმდინარეობს. სამუშაოები 700 000 ლარით რეგ.განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება. შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 28 ივნისს დასრულდება.

გააზიარე