საბავშვო ბაღბის მენეჯერებთან შეხვედრა გაიმართა

29 იანვარი, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია დღეს საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ბადრი ქებურია, ამავე დაწესებულების წარმომადგენლები და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გულნაზ ბაძაღუა. შეხვედრაზე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებზე, აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან და აღსაზრდელების კვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 3 თებერვლიდან განახლდება. შეხვედრაზე სხვა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

გააზიარე