ნაფიჩხოვოში ჩაის პლანტაციის გასხვლა მიმდინარეობს

1 April, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში, კოოპერატივი ,,მეგრული ჩაი-2018“ ჩაის პლანტაციის გასხვლით სამუშაოებს ახორციელებს. ჩაის კრეფა მაისის თვიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. პლანტაცია 10,06 ჰა ფართობზე, ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში იქნა გამოყვანილი და გრანტის სახით სახელმწიფოსგან დაფინანსდა. აღნიშნული პროგრამა საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია ადგილზე გაეცნენ.

გააზიარე