მუზეუმში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

27 April, 2017

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – ,,დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმში მოსწავლეთა რაიონული კონფერენცია ჩატარდა,რომელიც მიეძღვნა 22 აპრილს, დედამიწის დღეს, სლოგანით – ,,ადამიანი და ბუნება“ . დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები, რომელიც ეხმიანებოდა გარემოს დაცვის საკითხებს, ადგილობრივ ეკოლოგიურ პრობლემებს, ბიომრავალფეროვნების წარმოჩენისა და შენარჩუნების საკითხებს. კონფერენციაზე გამოვლინდა გამარჯვებული თემები, ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქრები . ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუა, პროექტის ხელმძღვანელი ,პროფესორი მარინე ჟორდანია, ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები.

 

გააზიარე