მუხურში კანიონინგის ინსტრუქტორების გადამზადება მიმდინარეობს

11 ივნისი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში კანიონინგის ინსტრუქტორებისთვის გადამზადების კურსები მიმდინარეობს. მდინარე ხობისწყალზე კურსები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. გადამზადების კურსს კანიონინგის საერთაშორისო ასოციაციის ტრენერები უძღვებიან. USAID Zrda მხარს უჭერს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას, ითვალისწინებს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ რეგულაციებს სათავგადასავლო აქტივობებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს რეგიონებში მოღვაწე გიდების შესაბამისად გადამზადებას. გადამზადების კურსის მიმდინარეობას დღეს სამეგრელო - ზემო სვანეთს გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით კოდუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და სხვა ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

გააზიარე