მუნიციპალიტეტის სოფლებში სამედიცინო ამბულატორიები შენდება

4 სექტემბერი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - ნაფიჩხოვოში,თაიაში,ზუმში, ჭოღასა და ნაკიანში ახალი საექიმო ამბულატორიები აშენდება. სამუშაოების მიმდინარეობას სოფელ თაიასა და ნაფიჩხოვოში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია ადგილზე გაეცნენ. ამბულატორიების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს თაიაში, ჭოღასა და ნაფიჩხოვოში ,,თენგო+“ ხოლო, ზუმსა და ნაკიანში ინდ.მეწარმე ბესიკ ჩოკორაია ასრულებს. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

გააზიარე