მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

29 მარტი, 2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ სოფელ ქვედაჩხოროწყუსა და ახუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ახუთში ხიდ–ბოგირების, ნაპირსამაგრი ჯებირისა და შიდა საუბნო გზების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ინდ.მეწარმე ბესიკ ჩოკორაია ასრულებს. სამუშაოებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 18 880 ლარია გამოყოფილი. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება ასევე სოფელ ქვედაჩხოროწყუში. ჭვილიშის უბანში გზის სავალი ნაწილების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ინდ.მეწარმე ლაშა ქობალია ასრულებს. სამუშაოები 35 400 ლარით ფინანსდება. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

გააზიარე