მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

1 ივლისი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა, მუხურსა და ლესიჭინეში საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება. შეიცვლება სახურავი, კარ -ფანჯრები, იატაკი, ჩატარდება კოსმეტიკური სამუშაოები. სამუშაოებს რეგ.განვითარების ფონდი 700 000 ლარით აფინანსებს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

გააზიარე