მრჩეველთა საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

21 დეკემბერი, 2017

21 დეკემბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს– სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად    მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ესწრებოდა. მრჩეველთა საბჭომ თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით აირჩია საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. მერის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული წესის თანახმად,  თავმჯდომარის არჩევა მოხდა ფარული კენჭისყრით, ხოლო მდივანი არჩეულ იქნა ღია კენჭისყრით. მუნიციპალიტეტის მერმა მაია გოგუას მიულოცა თავმჯდომარედ არჩევა და მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობას  უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.

გააზიარე