მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობას გაეცნენ

24 May, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის ქალთა საინიციატივო ჯგუფ „მაღვიძარას“ პროგრამის „ახალგაზრდების გაძლიერება უკეთესი ცვილებებისათვის“ ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას ეწვივნენ სოფელ მუხურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რათა გაცნობოდნენ მერიის სამუშაო პროცესს. მათ პირადად შეხვდა მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და გააცნო მერის საქმიანობისა და მერიის სამსახურების შესახებ ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა მოსწავლეებს მეგზურობა გაუწია და მიაწოდა ინფორმაცია მერიაში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა საქმიანობის, მათი დღის რეჟიმისა და სამსახურების ფუნქციების შესახებ. აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდების მოქალაქეობრივი ჩართულობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ზრდა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

გააზიარე