,,მოყვარულთა თასი–2017–ის" შესარჩევი ტური დასრულდა

1 ივნისი, 2017

22 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდა "მოყვარულთა თასი 2017", რომელშიც მონაწილებას ღებულობენ მოყვარული ფეხბურთელები 16 წლის ასაკიდან. ღონისძიება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანადგომითა და ხელშეწყობით გაიმართა. "მოყვარულთა თასი 2017"–ში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 13 მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გახსნით მატჩს სოფელ ზუმში მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუა დაესწრნენ. გათამაშება სამ ეტაპად ჩატარდება, გუნდები ერთმანეთს მუნიციპალურ რეგიონულ და რესპუბლიკურ ტურზე შეხვდებიან . რეგიონულ ეტაპზე გასული გუნდები ლიგის სისტემით, ორ წრედ იასპარეზებენ. ფინალური შეხვედრა გაიმართა სოფელ ზუმის სტადიონზე, სადაც ერთმანეთს მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ მუხურისა და ზუმის გუნდები,ხოლო ფინალში სოფელ ლესიჭინესა და სოფელ ხაბუმეს მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდები . პირველი ადგილი დაიკავა ლესიჭინეს ფეხბურთელთა გუნდმა, მეორე ადგილი ხაბუმეს ფერხბურთელთა გუნდმა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ზუმის მოყვარულთა გუნდი. გამარჯვებულები დიპლომებით ,თასებითა და ფულადი პრიზებით მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუამ დააჯილდოვეს.

გააზიარე