მონიტორინგი მუნიცპალიტეტში

2 April, 2021

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად ქალაქის ქუჩებში, მაღაზიებში, სხვადასხვა ორგანიზაციაში მონიტორინგი განახორციელეს, ასევე, სიმბოლურად დაარიგეს პირბადეები და მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. მოსახლეობას პირბადის ტარებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და განმარტეს, რომ დღეს ყველაზე ძლიერი საშუალება და შესაძლებლობა ვირუსის დაცვისგან პირბადის ტარებაა. ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები მონიტორინგს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც ახორციელებენ.

გააზიარე