მოქალაქეთა მიღება გამგებელთან

21 ივლისი, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. ადგილობრივებმა დათო გოგუას მათთვის მნიშვნელოვანი, პრობლემატური საკითხები პირადად გააცნეს. გამგებელმა განცხადებები განიხილა და შესაბამის სამსახურებს დაავალა, შესაძლებლობების ფარგლებში, დროულად აღმოუჩინონ დახმარება მოქალაქეებს. განცხადებები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელთან მოქალაქეთა მიღების დღეები სამშაბათი და პარასკევია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დათო გოგუა მათ ყოველდღე ღებულობს.

 

გააზიარე