მერმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა

5 ივნისი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში 2018 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახიდე გადასასვლელელის მშენებლობის მიმდინარეობას მერი სოფელ ჭოღაში გაეცნო. ასევე დაათვალიერა ქალაქ ჩხოროწყუში ბონდის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული ხიდი ქალაქს სოფელ ლეწურწუმესთან (ჯუმითის უბანთან) აკავშირებს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მუნიციპალიტეტში 1 500 000 ლარის სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, გაკეთდა სახიდე გადასასვლელები,სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი ჯებირები.

გააზიარე