მერმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა

3 სექტემბერი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა წარმატებულ სპორტსმენებს - სალომე ლაშხიას, ცოტნე სორდიას და მწვრთნელ გერონტი მამფორიას შეხვდნენ, მათ სამომავლო გეგმებს გაეცნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს. სალომე ლაშხიამ და ცოტნე სორდიამ 23-25 აგვისტოს ქალაქ რიზეში , შავი და კასპის ზღვის აუზის ქვეყნების 1600 კარატისტთა შორის გამართულ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. სალომე ლაშხიამ ჩემპიონობა და ოქროს მედალი მოიპოვა, ცოტნე სორდია კი ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა .

გააზიარე