მერმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

24 იანვარი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, კულტურის სახლის ფოიეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩხოროწყუს შესარჩევი ტური ჩატარდა. ტური გოგონათა შორის მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სკოლებიდან 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გუნდები დაკომპლექტებული იყო 2002-2003-20004 წლებში დაბადებული გოგონებით. პირველი ადგილი დაიკავა - თაიას საჯარო სკოლის გუნდმა,მეორე ადგილი კირცხის # 1 საჯარო სკოლის გუნდმა,მესამე ადგილზე გავიდა ნაკიანის საჯარო სკოლის გუნდი. გამარჯვებულები დიპლომებითა და მედლებით მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ,მერის მოადგილე ვალერი თოდუამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ედემ კვარაცხელიამ დააჯილდოვეს. გამარჯვებული გუნდი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს წარადგენს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალურ პირველობაზე. მუნიციპალიტეტის მერია რეგიონალურ პირველობაში მონაწილეებს ფორმითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფს.

გააზიარე