მერის სტუმრობა უხუცესებთან, პედაგოგებთან,საპატიო ჩხოროწყუელებთან

31 დეკემბერი, 2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავასთან და დაბის მაჟორიტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან ერთად, საპატიო ჩხოროწყუელებს, უხუცესებსა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს სახლში ესტუმრა, შობა–ახალი წელი მიულოცა მათ და საახალწლო ნობათი გადასცა. ხელისუფლების წარმომადგენლები ,ასევე, სახლში ესტუმრნენ და შობა – ახალი წელი მიულოცეს სოფელ ჭოღაში მცხოვრებ 103 წლის თამარა გოგუას.

გააზიარე