მერიის წარმომადგენლებმა მიხუტი ანთიას 100 წლის იუბილე მიულოცეს

15 ივლისი, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მცხოვრებ მიხუტი ანთიას დღეს 100 წელი შეუსრულდა. იუბილარ ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუამ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და მერის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. ხანდაზმულს მერიაში მოქმედი „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული 500 ლარი გადაეცა. მიხუტი ანთიას ჰყავს 4 შვილი, 12 შვილიშვილი,16 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 100 წელს გადაცილებული 5 მოქალაქე ცხოვრობს.

 

გააზიარე