მერი და დეპუტატი კლინიკის მედიკოსებსა და პაციენტებს ესტუმრნენ

14 იანვარი, 2020

დღეს სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ჩხოროწყუს კლინიკას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერი იზორია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ და კლინიკის მედ.პერსონალსა და პაციენტებს ძველით ახალი წელი მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა პაციენტებს ზღაპრის გმირებიც მიუყვანეს და მათ საჩუქრები გადასცეს.

გააზიარე