მერაბ კოსტავას სკვერი ახუთში

2 May, 2017

დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესბუამ საკრებულოს წევრებებთან ვალერიანე იზორიასთან და გიორგი ახალაიასთან ერთად სოფელ ახუთში ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც დასასრულს უახლოვდება ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მიმდინარე სამუშაოები. სიმბოლურია ეროვნული გმირის დედულეთში სკვერის გახსნა. ამ ეტაპისთვის დასრულებულია ქვაში ნაკვეთი ეროვნული გმირის ძეგლის მონტაჟი, რომლის ავტორი გახლავთ ხელოვანი დემურ ანთია. ამჯერად სკვერში გამწვანების სამუშაოები დაიწყება,რომელსაც მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური განახორციელებს. სკვერის გახსნა 26 მაისისთვისაა დაგეგმილი.

გააზიარე