ლაშა გახარიას საიუბილეო საღამო

26 დეკემბერი, 2017

25 დეკემბერს ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა ლაშა გახარიას 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტის მეგობრები,მწერალთა კავშირის წარმომადგენლები,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა – მწერალთა კავშირის წარმომადგენლებმა, ჩხოროწყუს საჯარო სკოლების პედაგოგებმა: ნაირა ციმინტიამ,ირმა თოდუამ და კოტე ნაჭყებიამ, ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაბის #1 და მუხურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის მიერ პოეტ ლაშა გახარიას (გარდაცვალების შემდეგ) ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გალაკტიონ ტაბიძის პრემია მიენიჭა. დამსწრე საზოგადოებას პოეტის ღვაწლის დაფასებისათვის მადლობა გადაუხადა ლაშა გახარიას მეუღლე როზა ბერიკაშვილმა.

გააზიარე