კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

27 ივნისი, 2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ქორეოგრაფ სალომე ჩიქოვანის ინიციატივითა და ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები – ,,მარდუქი“ ,,ომარტე“ ,,ნაცხა“ ,,ოქროს საწმისი“ ,,ჩხოროწყუ“ ,,აისი“ და ,,მეგრი“ მონაწილეობდნენ. საკუთარი ლექსი წაიკითხა პოეტმა შოთა წურწუმიამ, ცნობილი სიმღერებით მაყურებელთა წინაშე წარსდგა ასევე ანუში შენგელია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა 5 წლის ნია გოგუას მკურნალობის ხარჯების დასაფინანსებლად მის ოჯახს გადაეცა. ღონისძიება მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

გააზიარე