კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა

8 აგვისტო, 2018

დღეს დასრულდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში. ტურნირს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კობა წურწუმიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დაბა ჩხოროწყუსა და სოფელ ქვედაჩხოროწყუს გუნდები. პირველ ადგილზე გასულ დაბის გუნდს ფულადი პრიზი 400 ლარი და გარდამავალი თასი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ ქვედაჩხოროწყუს გუნდს 350 , ხოლო მესამე ადგილოსან ოჩხომურის გუნდს - 300 ლარი. გუნდებს გამარჯვება მიულოცეს და პრიზები გადასცეს წალეჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ედემ კვარაცხელიამ. ტურნირში მუნიციპალიტეტის 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე