კირცხში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

27 სექტემბერი, 2019

დღეს სოფელ კირცხში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული კირცხის N1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. საზეიმო გახსნას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია,მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟოტიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ვაშინგტონის წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კირცხის საჯარო სკოლის დირექტორმა დიმონ არახამიამ მადლობა გადაუხადა მეგობარ სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართლებით გაწეული დახმარებისთვის. როგორც ცნობილია , საქართველოში მილენიუმის პროგრამის ფარგლებში 91 სკოლა სრულად რეაბილიტირდა. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდიმ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადენლებთან და მხარის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა სკოლის მთლიანი ინფრასტრუქტურა.სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. ქვეყნის მასშტანით მიმდინარე წელს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტმა 54 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

გააზიარე