ქალაქ ჩხოროწყუში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

25 May, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად, ქალაქ ჩხოროწყუში , გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტს შპს ,,ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს. სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენის მონტაჟი, რეგულატორებისთვის ინდივიდუალური განშტოების მოწყობა. ამ აეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს გარახას უბანში, წურწუმიას, გახარიასა და გობეჩიას ქუჩებზე. პროექტი ქალაქის სრულ გაზიფიცირებას ითვალისწინებს. სამუშაობი 12 თვეში დასრულდება და ქალაქ ჩხოროწყუში მცხოვრებ 2100 ოჯახს შესაძლებლობა მიეცემა ჩაერთოს ბუნებრივი აირის ქსელში. გაზიფიცირების სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში მომავალი წლიდან დაიწყება.

გააზიარე