ქალაქ ჩხოროწყუში დამატებით 2 ამცრელი კაბინეტი გაიხსნა

11 აგვისტო, 2021

დღეს ქალაქ ჩხოროწყუში, ჭავჭავაძის ქუჩა #4-ში (საბავშვო ბაღის შენობა) დამატებით 2 ამცრელი კაბინეტი გაიხსნა. მოსახლეობას ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ ასევე სს ,,ევექსის კლინიკები -ჩხოროწყუს კლინიკაში". ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დგილზე გაეცნო. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/ ასევე, ვაქცინაცია მსურველებს რეგისტრაციის გარეშეც შეეძლებათ. COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს .  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ მოიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი - ჩაიტაროთ ვაქცინაცია, ატაროთ პირბადე, დაიცვათ სოციალური დისტანცია!

გააზიარე