,,ჯადოსნურმა ხმებმა“ ჩხოროწყუში კონცერტი ჩაატარა

14 ივნისი, 2017

საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნურმა ხმებმა“ მორიგი კონცერტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ჩაატარა. კონცერტს მრავალრიცხოვან მაყურებელთან ერთად გამგებელი დათო გოგუა დაესწრო. ჩხოროწყუელი მსმენელის წინაშე ალექსანდრე ბასილაიას სიმღერებით წარსდგა ორი ჯუჯა: ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი. პროგრამაში წარმოდგენილი იყო მხიარული საცირკო ნომერიც, , რომელიც მეტად ეფექტურად წარმოადგინა ცირკის მსახიობმა ვოვამ. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ასევე ზურა კობეშავიძემ და მაკა ქაჯაიამ. პატარები სცენაზე ჯამბაზისა და ორადორი იუბილარის გამოჩენამ გაამხიარულა. კონცერტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და გამგეობის კულტურის სამსახურის, ა.ა.ი.პ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების " ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე